თეგებით ძიება

დედამიწის მყინვარების ნახევარი, განსაკუთრებით კი პატარები, საუკუნის ბოლოსთვის აღარ იარსებებს - რას ამბობს მეცნიერთა პროგნოზი?

მეცნიერთა პროგნოზით, დედამიწის მყინვარების ნახევარი, განსაკუთრებით კი პატარები, საუკუნის ბოლოსთვის აღარ იარსებებს.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, სათბურის აირების გამოყოფის შემცირების მნიშვნელობას მყინვართა დნობის შედეგების შესამსუბუქებლად, მაგალითად, ზღვის დონის მატების და წყლის რესურსების გამოლევის.

მათი კვლევის ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკის შემოქმედთათვის ორიენტირებაში დახმარებაა. მეცნიერებმა შეისწავლეს ოთხი სხვადასხვა სცენარის გავლენა მყინვარებზე; ერთ სცენარში საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,5 გრადუსი ცელსიუსით იმატებს, მეორეში 2 გრადუსით, მესამეში 3 გრადუსით და მეოთხეში 4 გრადუსით.

„ყოველი გრადუსით მატება განაპირობებს მეტ დნობას და დანაკარგს. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თუ ტემპერატურის მატებას შეამცირებ, ასევე შეგიძლია მასის დანაკარგის შემცირება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ცოტა იმედი მაინც არსებობს“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ოსლოს უნივერსიტეტის მკვლევარი რეჯინ ჰოკი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა