თეგებით ძიება

როდესაც პაციენტი, არ იღევს საკვებს, ეს არის თვითდაზიანების კლასიკური მაგალითი - რას ამბობს დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკვებს არ იღებს.

მისი თქმით, ეს არის იმ ერთიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი, პატიმარ სააკაშვილის დახსნა როგორ მოხდეს ციხიდან.

„ამ ყველაფრის ფონზე შემდგომ უკვე მანიპულირება პატიმარ სააკაშვილის მხრიდან, რომ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას რაღაც ემუქრება მისთვის და ამ სპეკულაციით დაკავებული ადამიანებისთვის უფრო მარტივია. სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ის პროცესი, რაც ხდება, რაზეც ისაუბრეს „ვივამედის“ წარმომადგენლებმა და ეს არის იმ ერთიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი, პატიმარ სააკაშვილის დახსნა როგორ მოხდეს ციხიდან, სადაც ის სამართლიან და სამართლებრივ მტკიცებულებებზე დამყარებული განაჩენით იხდის შესაბამის სასჯელს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა