"სალაროსთან რიგში, ვიღაცამ აუგად მოიხსენია ფარსმან მეორე ქველი, ამ პიროვნებას დაუშინეს სანტეს ხაჭოები, არაჟნები, მაწვნები" - რა შეემთხვა ქეთი დევდარიანს?
სცენატრის, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს მაღაზიაში ყოფნისას, ვიღაცამ ფარსმან მეორე ქველი აუგად მოიხსენია.
"დღეს სუპერმარკეტში სალაროსთან რიგში ვიღაცამ აუგად მოიხსენია ფარსმან მეორე ქველი, იმდენი მაგის დედასშევეცი, რაც ეგ ქველი იყოო - გაყვიროდა.
რიგში მდგომი ყველა მომხმარებელი უკიდურესად გამწარდა . ამ პიროვნებას დაუშინეს სანტეს ხაჭოები, აგროჰაბის არაჟნები, სოფლის ნობათის მაწვნები, გორის ვაშლები, ლიკას ტორტები, ღვანკითის კიტრები, ორეოები და როტ-ფრონტის ყარაყუმები. გააგდეს მაღაზიიდან და წაართვეს სუპერმარკეტის ქულების დაგროვების ორი ბარათი.
მოლარე კი, სანამ ჩემს მიერ შესყიდული ზეიკიძის კალბაზის კოდს არკვევდა, თავისთვის ბუზღუნებდა - ხო შეიძლება რაღაც წმინდა დაიტოვოთ და მეფეები არ აკრიტიკოთ, ძალიან ძნელია?!", - წერს დევდარიანი.