თეგებით ძიება

ბოლო დროს ცოლზე ეჭვიანობდა... ამწარებდა, სცემდა... - რას ჰყვება მეზობელი ნოდარ ათუაშვილზე?

ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც სა­გა­რე­ჯო­ში მე­ზობ­ლებ­სა და პო­ლი­ცი­ას ცე­ცხლი გა­უხ­სნა და 5 ადამიანი მოკლა, 5 კი დაჭრა, ბოლო პე­რი­ოდ­ში ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. ამის შესახებ ჟურნალისტებთან ათუაშვილის მეზობელმა განაცხადა.

"რო­გორც ვიცი, რო­დე­საც ბინა და­ცა­ლა, სამ­ზა­რე­უ­ლო და წყლის გა­მა­ცხე­ლე­ბე­ლი ჰქონ­და წა­მო­სა­ღე­ბი და არ ატან­და. ირ­მამ (მე­უღ­ლემ) თქვა, რომ პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით გა­ი­ტან­და. ნიკა (შვი­ლი) იყო კარ­გი და სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, მა­მას­თა­ნაც ვიცი, რომ სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. მამა ეხ­მა­რე­ბო­და შვილს, პრო­დუქ­ტი მოჰ­ქონ­და, ფულს სჩუქ­ნი­და, ყუ­რა­დღე­ბაც აქ­ცევ­და, მამა-შვილს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და.

ზო­გა­დად, ნო­და­რი ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მე­ზობ­ლებს არა­ფერს ერ­ჩო­და. იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც გა­მარ­ჯო­ბას მე­ტყო­და, მე­ო­რე დღეს შე­საძ­ლოა, არც მომ­სალ­მე­ბო­და, თა­ვი­სე­ბუ­რი იყო. გა­მოვ­რი­ცხავ, ბი­ჭებ­თან მოს­ვლო­და კონ­ფლიქ­ტი.

მომ­ხდარს ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ. ალ­ბათ უფრო, ბოლო დროს ცოლ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ერ­თად ყოფ­ნის დროს ეჭ­ვი­ა­ნობ­და და რო­დე­საც გა­შორ­დნენ, მა­შინ უფრო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გახ­დე­ბო­და. ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო, ერთი კე­დე­ლი გვყოფს, ამ­წა­რებ­და ცოლს. [თა­ნა­ცხოვ­რე­ბის დრო] სცემ­და...ბევ­რჯერ და­უ­რე­კავს მე­ზობ­ლის­თვის, უთ­ქვამს, რომ მე­უღ­ლე მცემს და პო­ლი­ცი­ა­ში და­რე­კეთ, მაგ­რამ არა­ვის და­უ­რე­კავს, იმი­ტომ, რომ მე­ო­რე დღეს ისევ ერ­თად იყ­ვნენ“, - აღ­ნიშ­ნავს შო­რე­ნა ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, მა­მა­კა­ცი მე­ზობ­ლებ­თან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი არ ყო­ფი­ლა.

"ვი­ცო­დი მე­უღ­ლის­გან, რომ გა­ფორ­მე­ბუ­ლი ია­რა­ღი დაჰ­ქონ­და ჩან­თით და იმუქ­რე­ბო­და. მე­ზობ­ლებ­თან არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი არ იყო, მაგ­რამ ძა­ლი­ან უაზ­რო რა­ღა­ცებ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ერთს ვი­ტყვი, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლი არც მა­ნავ­ში და­იკ­რძა­ლე­ბა, არც კოს­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, არც გზატ­კე­ცილ­ზე, მიც­ვა­ლე­ბულს კორ­პუს­ში არ მი­ვი­ღებთ.

ავ­ტო­ფა­რე­ხი ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კოს­ტა­ვა­ზე, უბან­ში, იქი­დან აიღო ია­რა­ღი და პირ­ვე­ლი კორ­პუ­სი­დან და­ი­წყო სრო­ლა, ჯერ გა­რეთ ის­რო­და, შემ­დეგ მი­ვი­და თა­ვის სახ­ლში. ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დით, რა ხდე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნავს მეზობელი.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 20 იან­ვარს, გვი­ან ღა­მით, სა­გა­რე­ჯო­ში ერთ-ერთი კორ­პუ­სის აივ­ნი­დან შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან სრო­ლა და­ი­წყო. შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი. გარ­დაც­ვლილ­თა­გან 1 პო­ლი­ცი­ე­ლი, 4 კი იმ კორ­პუ­სის მცხოვ­რე­ბია, სა­ი­და­ნაც და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დენ­მა პირ­მა ცე­ცხლი გახ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა