თეგებით ძიება

ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე კლინიკის უფროს ექთანს ბრალდება წარედგინა - რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ, ცენ­ტრა­ლურ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის, ფეხ­ბურ­თელ ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის საქ­მე­ზე, კლი­ნი­კის უფ­როს ექთანს ბრალ­დე­ბა ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბის და გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის და­ხურ­ვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ 2021 წლის 17 აგ­ვის­ტო­დან, ამა­ვე წლის 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი "პა­ცი­ენ­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფურ­ცლე­ბი“ არ იყო ხელ­მო­წე­რი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მო­რი­გე ექთ­ნე­ბის მიერ.

ამას­თან, სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რომ ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ხსე­ნე­ბულ დო­კუ­მენტზე, მო­რი­გე ექთ­ნე­ბის ნაც­ვლად თა­ვად მო­ა­წე­რა ხელი, რი­თიც დო­კუ­მენ­ტში შე­ი­ტა­ნა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი მის მიერ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რე­ა­ლუ­რად კი მას აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და არც მათ ჩა­ტა­რე­ბა­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2021 წლის 11 აგ­ვის­ტოს, პა­ცი­ენ­ტი ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით შპს "აკა­დე­მი­კოს ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ცენ­ტრა­ლურ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში“ მო­თავ­სდა და მისი სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია გა­იხ­სნა.

პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, კლი­ნი­კის მო­რი­გე ექი­მე­ბის და ექთ­ნე­ბის მიერ, ყო­ველ­დღი­უ­რად იწე­რე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის შე­მად­გე­ნე­ლი დო­კუ­მენ­ტი - "პა­ცი­ენ­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფურ­ცლე­ბი“, რომ­ლებ­შიც უთი­თებ­დნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ (პა­ცი­ენ­ტის ვი­ტა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის, მი­წო­დე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის და მათი დო­ზე­ბის მი­თი­თე­ბით). აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენტს ხელ­მო­წე­რით ადას­ტუ­რებ­დნენ ექი­მი და მო­რი­გე ექთა­ნი, რომ­ლებ­მაც უშუ­ა­ლოდ ჩა­ა­ტა­რეს სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი.

2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის და­ხურ­ვის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ 2021 წლის 17 აგ­ვის­ტო­დან - 2021 წლის 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი "პა­ცი­ენ­ტის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფურ­ცლე­ბი“ არ იყო ხელ­მო­წე­რი­ლი შე­სა­ბა­მი­სი მო­რი­გე ექთ­ნე­ბის მიერ. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა ხსე­ნე­ბულ დო­კუ­მენტზე, მო­რი­გე ექთ­ნე­ბის ნაც­ვლად თა­ვად მო­ა­წე­რა ხელი, რი­თიც დო­კუ­მენ­ტში შე­ი­ტა­ნა არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს პა­ცი­ენ­ტის­თვის ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი მის მიერ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. რე­ა­ლუ­რად მას აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი არ ჩა­უ­ტა­რე­ბია და არც მათ ჩა­ტა­რე­ბა­ში მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­ყალ­ბე­ბის შემ­დეგ აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი ბრალ­დე­ბულ­მა სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ა­ში მო­ა­თავ­სა.

უფ­როს ექთანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 362-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა (ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბის მიზ­ნით და გა­მო­ყე­ნე­ბა). პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად", - აღ­ნიშ­ნავს უწყე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა