„მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი რუსეთის შიშით ეროვნულ ინტერესებს ანადგურებს.
„მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?
ამ რიტორიკული კითხვის ფორმით ჩვენამდე მოღწეულ სიბრძნეს რიტორიკა ჩამოძვრა და პასუხი გაეცა - ივანიშვილის რეჟიმს.
ივანიშვილის რეჟიმი ზუსტად ამას აკეთებს, რუსეთის შიშით წყვეტს და ანადგურებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ჩვენი პოლიტიკით განპირობებული მშვიდობა და არა პუტინის გეგმებზე და კეთილგანწყობაზე დამოკიდებული “მშვიდობა” რუსული ოკუპაციის პირობებში.
ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ვიყოთ ესტონეთივით, და არა სომხეთივით“, - წერს ჩერგოლეიშვილი.
მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია?
ამ რიტორიკული კითხვის ფორმით ჩვენამდე მოღწეულ სიბრძნეს რიტორიკა ჩამოძვრა და პასუხი...Опубликовано Tamara Chergoleishvili Понедельник, 23 января 2023 г.