ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროკავშირმა უკრაინისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს. ამასთან, დახმარების ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინა გერმანული წარმოების Leopard-ის ტანკებს მიიღებს.
მოგვიანებით გახდა ცნობილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პეტერ სიაერტოს განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა უკრაინისთვის გამოყოფილ მეშვიდე ტრანშს ხელს არ შეუშლის. მანამდე უნგრეთი, რომელიც უკრაინას არანაირ შეიარაღებას არ აწვდის, ევროკავშირის გადაწყვეტილებებში არ ერთვებოდა.