ამ ხელისუფლების პირობებში, უკვე დიდი ხანია ჩმორის მდგომარეობაში ვიმყოფებით - ზურაბ ჯაფარიძე
პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს მონურ მდგომარეობაში ყოფნას აჩვევს. ამის შესახებ ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით ჩმორის მდგომარეობაში, როცა საკუთარი ხელისუფლება, საკუთარ მოქალაქეებს აჯერებს, რომ მონურ მდგომარეობაში ყოფნა, თავის დახრა, მორჩილება, მეგობრისთვის მხარის არ დაჭერა, თითქოს ეს არის ქართული ღირებულებები"- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.