"კი გაგიკვირდებათ ზოგიერთს, მაგრამ გეტყვით რომ..." - რას წერს მაგდა პაპიძეზე ადვოკატი?
იურისტი, მარიამ ჩხეიძე ქმარ-შვილის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობაში მყოფი მაგდა პაპიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ ასეთ დამნაშავესაც აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები.
"მაგდა პაპიძის გათხოვება როდემდე გვაქვს პროგრამაში? რომ ვიცოდე მაინც
კი, ერთ - ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული აქვს ჩადენილი და კი, გაგიკვირდებათ ზოგიერთს მაგრამ გეტყვით რომ ასეთ დამნაშავეს (აც) აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები. რაც მოიცავს სიცოცხლის უფლებას და პირადი ცხოვრების ქონის უფლებას..მაგდა პაპიძის პრობლემაა უმძიმესი დანაშაული, რომელიც მან ჩაიდინა და არა ის რომ ცოცხალია, სუნთქვს და გარკვეული ინტერესები აქვს", - წერს ადვოკატი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაგდა პაპიძემ ციხეში იქორწინა.