რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა"- რას ამბობს ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტზე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა?
პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტ, ნათია ბერიძეზე საუბრობს, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამბობს, რომ ის ეცოდება. მეცნიერმა ამის შესახებ "ნეტგაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა.
ვიდეოში ჩანს, რომ სიტყვიერად არ გაგიციათ პასუხი ამ ადამიანისთვის. რას ფიქრობთ მის ამ ჟესტზე? რა განცდა დაგრჩათ?
"ცოტა გამიკვირდა სწორედ იმის გამო, რომ გულწრფელი არ იყო. ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი. ცოტა გაუგებარია: ადამიანთან პრეტენზია როცა გაქვს, სულ სხვანაირად იქცევი ხოლმე. მაგრამ აქ ვართ არათანაბარ პირობებში: იმან იცის მე ვინ ვარ, მე არ ვიცი, ის ვინ არის. ვერ ხვდება, რომ ასეთ დროს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ არ გრძნობს თავს უხერხულად. რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა. ახლა რომ ვუყურებ [ვიდეოს], სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ძალიან ახლოს არ მიმაქვს, რადგან მე ცოტა მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
ამ ადამიანთან კომუნიკაცია ვიდეოს დასრულების შემდეგ აღარ ყოფილა?
"არა, არ ყოფილა იმიტომ, რომ მან ეს ყველაფერი გააკეთა და უკან შებრუნდა. იმავე შენობაში შევიდა, საიდანაც მე გამოვედი", - აღნიშნა მეცნიერმა.
შეგახსენებთ, რომ "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ერეკლე მეფესთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრების გამო, ლევენ ბერძენიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.