ხალხმა არასწორად იცის, თითქოს დედა ცხედარზე უარს ამბობს... - რას ამბობენ საგარეჯოელები ნოდარ ათუაშვილზე?
საგარეჯოში, მეზობლებზე თავდამსხმელის, ნოდარ ათუაშვილის დედა, მონაზონი ევა ერთი წლის გარდაცვლილია. ამის შესახებ ადგილობრივები "პრაიმტაიმთან" აცხადებენ.
"მთელი საგარეჯო ლაპარაკობს, რომ თითქოს დედა ცხედარზე უარს ამბობს. მედიაშიც გავრცელდა აქაურების ნათქვამი.
დედა ევა, ერში რუსუდან ოსეფაშვილი, მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ბერ გაბრიელთან და ბერი გაბრიელის დედასთან ერთად იმყოფებოდა. მანაველებთანაც გადავამოწმე და ის, ერთი წლის წინ, ასაკიანი გარდაიცვალა. დაკრძალულია უბისას დედათა მონასტერში. ბოლო წლებში ტელეფონით ვეკონტაქტდებოდი, ნომერი დავკარგე, ეს სურათები თავად დედა ევამ მაჩუქა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - "პრაიმტაიმი"