თეგებით ძიება

"2-ჯერ უარი მომივიდა, ძალიან მჯერა გარღვევების, მჯერა, რომ შემიძლია თავი შევინარჩუნო" - რა გეგმები აქვს მაგდა პაპიძეს შეწყალების შემთხვევაში? (ვიდეო)

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, მაგდა პაპიძე 8 წლის შემდეგ თავის თანაკლასელზე გათხოვდა.

3 წლის წინ „იმედის კვირამ“ მსჯავრდებულთან პირველი სატელევიზიო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც პაპიძემ მომხდარის საკუთარი ვერსია გაიხსენა. აქვე განმარტა, რას გააკეთებს მაშინ, თუ შეწყალების გზით, საპატიმროს დატოვების უფლება მიეცა.

მაგდა პაპიძე: - რამდენჯერაც კანონმა ამის შანსი მომცა, შეწყალების თხოვნას პრეზიდენტის სახელზე სულ ვწერ. რამდენჯერაც ვწერ, იმდენჯერ მჯერა, რომ გარღვევა მოვა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეს სწრაფად არ მოხდეს.

2-ჯერ უარი მომივიდა. არც იმ უარის გეშინია, სანამ ცოცხალი ხარ... ძალიან მჯერა გარღვევების, მჯერა, რომ შემიძლია თავი შევინარჩუნო. ვგრძნობ, რომ ჩემს სურვილებს აქ უსმენენ და სწორი განხილვა მიდის. მთავარია, თავი შეინარჩუნო.

- რას გააკეთებ გარეთ რომ გახვალ?

- ეს არის ძალიან საინტერესო შინაგანი მდგომარეობა. მე ჩემი თავი აუცილებლად, რეალიზებული წარმომიდგენია. ალბათ, მეორე დღესვე სამსახურს მოვითხოვ. სულ ვადევნებ თვალყურს, ბენეფიციარებისთვის რა პროგრამებია, ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობები არის. ძალიან მენატრება მიწა, ბუნებასთან ურთიერთობა და ქალურობა.

პირველი, რასაც გავაკეთებ, ეს იქნება რეალიზებისთვის. აქ მოვაგროვებ ძალიან ბევრ და კარგ ადამიანს, ვინც ხელს შემიწყობს ხელოვნებით განვითარებაში. ალბათ, ჩავერთვები ისეთ საქველმოქმედო თემატიკებში, რაც მეცოდინება, რომ აქ ქალებს სჭირდებათ.


შეგახსენებთ, 2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარი მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი, მაგდა პაპიძე დააკავეს.

ის ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპიძემ ქმარს უროთი სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ხოლო მცირეწლოვანი გაგუდა.



წყარო - "პრაიმტაიმი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა