ნატო უნდა დაეხმაროს რუსეთის დამარცხებას ბრძოლის ველზე - იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პარტნიორები უნდა დაეხმარონ უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვებაში.
"არავინ იცის, როგორ დასრულდება ეს ომი... ომების უმეტესობა, როგორც წესი, მოლაპარაკების მაგიდასთან მთავრდება. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისი მიღწევა შეუძლია უკრაინას მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიღწევები იქნება ბრძოლის ველზე. პუტინს არ შეუცვლია თავისი მიზნები - სრული კონტროლი მთელ უკრაინაზე. ასე რომ, ერთადერთი გზა, მშვიდობიანი გადაწყვეტის პირობა არის ცალსახა გზავნილი პუტინისთვის: ის არ გაიმარჯვებს ბრძოლის ველზე. ჩვენ უნდა შევქმნათ ეს პირობები“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.