თეგებით ძიება

კასპში ხანძარს 60-წლამდე კაცი ემსხვერპლა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში, ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 59 წლის მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა და ცეცხლის გაჩენისას შინ იმყოფებოდა.

რა გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი, უცნობია. ახლობლები ამბობენ რომ გარდაცვლილი ეწეოდა და შესაძლოა, სიგარეტით ხელში ჩაეძინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა