"როგორც ჩანს ძალიან აგაღელვათ ჩემმა ვიდეომ, მიხვდით რომ ხვალ შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ“ - რას წერს ნათია ბერიძე?
ჟურნალისტი, ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ლევან ბერძენიშვილთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
მისი თქმით, მოქალაქეებს ვიდეოს ყურების შემდეგ იმის შეეშინდათ, რომ შემდეგი შეიძლება ნებისმიერი იყოს, ვისაც ქუჩაში გავლისას იმას ეტყვიან, რასაც იმსახურებენ.
"როგორც ჩანს ძალიან აგაღელვათ ჩემმა ვიდეომ, ოღონდ არა იმიტომ რომ ვინმეს ბერძენიშვილზე გული შეგტკივათ, არამედ იმიტომ, რომ პრეცენდენტმა შეგაშინათ, მიხვდით რომ
ხვალ შეიძლება შემდეგი თქვენ იყოთ და ქუჩაში ხალხმა ის გითხრათ რასაც თქვენზე ფიქრობენ და იმსახურებთ.
დიახ! ყველგან, ყოველთვის ხალხი გაგცემთ პასუხს,დაღლილი ხალხი და დრო დადგა ის გავაკეთოთ რაც დიდი ხნის წინ უნდა გვექნა, თქვენი ადგილი მიგიჩინოთ.
ასი, ათასი და ათი ათასი კაციც რომ შემომასიოთ ეს ვერ შეცვლის იმ მოცემულობას რაც არის, რაც ვთქვი და რასაც ახლა ვწერ.
ნავსი გატყდა და ამან გაგაგიჟათ. იმის იქით რომ მე პროფესია ან სამსახური მაქვს ვარ მოქალაქე რომელსაც სრული უფლება მაქვს აზრი გამოვხატო და თქვენნაირებისგან დავიცვა საქართველო. თან ზუსტად იცით რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს თქვენ მაინც გამხელთ, მაინც არ მოგცემთ უფლებას ქვეყანა არიოთ!
ასაკს პატივს არ სცემო, 90 წლის პატრიარქს მიგინებთ ყოველ დღე და მაშინ არც ასაკი და არც ჭაღარა გახსენდებათ.
არ გამოვა ასე, ახლა ჩვენი ჯერია.
საკუთარი დროშა რომ არაფრად გიღირთ ეგ ხართ თქვენ…
“თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად”
ზვიად გამსახურდია
ეს არის თქვენი მიზანი და არ გამოგივათ!", - წერს ჟურნალისტი.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუცაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა.