თეგებით ძიება

რატომ აგინებს პატრიარქს და სინოდს ცნობილი თეოლოგი და რატომ უპირისპირდებიან მას სხვა თეოლოგები - უცენზურო მიმოწერა (ვიდეო)

დახურულ ფეისბუქ ჯგუფში, რამდენიმე თეოლოგი საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მათ შორის მაღალი რანგის სასულიერო პირებს, სინოდის წევრებს და კათოლიკოს პატრიარქს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს.

მიმოწერით ირკვევა, რომ ამ კუთხით განსაკუთრებით აქტიურობს სულხან-საბას უნივერსიტეტის დეკანი, თეოლოგი გოჩა ბარნოვი.

სასულიერო პირებისთვის თეოლოგთა ერთი ნაწილის, განსაკუთრებით კი გოჩა ბარნოვის დამოკიდებულება მოულოდნელი არ ყოფილა. მათი თქმით, გარკვეული ჯგუფი უკვე წლებია მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ეწევა ეკლესიის დისკრედიტაციას. გინება, შეურაცხყოფა და დაცინვაც ამ კამპანიის ნაწილად მიაჩნიათ. მღვდელმსახურებისთვის განსაკუთრებით მიუღებელია მსგავსი ლექსიკის და პოზიციის მქონე პედაგოგების ურთიერთობა სტუდენტებთან.

მიმოწერის ერთ-ერთი ადრესატი ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანეა, ის "რუსთავი2-თან" ამბობს, რომ ეკლესიის შეურაცხმყოფელი კამპანია მიზანმიმართულად ხორციელდება.

"რუსთავი2" იმ სასწავლო დაწესებულების პოზიციითაც დაინტერესდა, სადაც გოჩა ბარნოვს დეკანის თანამდებობა უკავია. სულხან-საბას უნივერსიტეტში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თეოლოგთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს კრიტიკა ჯანსაღ დისკუსიას კარგა ხანია გასცდა და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობაში გადაიზარდა.

თეოლოგთა ნაწილი კოლეგებს ტერმინოლოგიას უწუნებს, განსაკუთრებით მათ ვისაც სტუდენტებთან ყოველდღიური შეხება აქვს და მათი რელიგიური განათლებით არის დაკავებული.

ჯერ უცნობია, დაინტერესდება თუ არა სულხან-საბას უნივერსიტეტი სასწავლებლის დეკანის ლექსიკით და გამოეხმაურება თუ არა მიმოწერის გასაჯაროების შემდეგ მაინც საკუთარი პედაგოგის შეფასებებს.





წყარო - "რუსთავი2"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა