თეგებით ძიება

„ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა და არათანმიმდევრულობაა - რას ამბობს გიგა ბოკერია?

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა და არათანმიმდევრულობაა.

ბოკერიას განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოაჩინოს ერთადერთ ალტერნატივად.

„ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის შიგნით, ისევე როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ყველა მოვლენა, არის დასტური იმის, რომ არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რაიმე არსებით საკითხზე არ არის. მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის შესხმა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იგივედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები“, – განაცხადა ბოკერიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა