თეგებით ძიება

2 წლის ბავშვი, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, კლინიკიდან გაწერეს - როგორია გოგონას მდგომარეობა?

2 წლის ბავშვი, რომელიც საკუთარ სახლში პიტბულმა დაგლიჯა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან გაწერეს.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვი სახლში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მომავალში გეგმური სამედიცინო ჩარევები სავარაუდოდ, ისევ დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 21 ნოემბერს, პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძიძა ბავშვს კვებისთვის ამზადებდა, რა დროსაც ტელევიზორის ჩასართავად შებრუნდა. სწორედ ამ დროს თავს დაესხა მცირეწლოვანს ძაღლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა