"ვეტერანებო, თუ ამ ბრბოს შიშით ოჯახი ხელს ვერ კიდებს გარდაცვლილს, ჩვენ დავმარხოთ იგი" - რა მიმართვას ავრცელებს ჟურნალისტი?
ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე თერჯოლის ტრაგედიას ეხმაურება, გამოძიებას სიმართლის თქმისკენ მოუწოებს და მიმართავს ვეტერანებს, თვითონ დამარხონ ნოდარ ათუაშვილი, თუ ოჯახი უარს იტყვის.
"საგარეჯოს ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით, მოვუწოდებ გამოძიებას, ნუ შეეშინდება ბრბოს (და არა საზოგადოების) არაჯანსაღი აზრის და თქვას სიმართლე, რომელიც არ დაიმალება და არც იმალება. სიკვდილი არ აკეთილშობილებს ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს იგი და რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს. მე, როგორც ჟურნალისტი, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საგამოძიებო ჟურნალისტურ გამოცდილებას სიმართლის დასადგენად და გასაჟღერებლად. იქამდე კი, ვეტერანებო, თუ ამ ბრბოს შიშით ოჯახი ხელს ვერ კიდებს გარდაცვლილს, ჩვენ დავმარხოთ იგი", - წერს ზაირა მიქატაძე.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 6 კი კი დაიჭრა.