თეგებით ძიება

საგარეჯოში თავდასხმის დროს დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა, სტაბილურად მძიმეა - რა ინფორმაციას ავრცელებს ექიმი?

ერთი პაციენტი რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, - საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში შეიარაღებული თავდასხმის დროს დაჭრილი 3 პაციენტი აგრძელებს მკურნალობს.

"ორის მდგომარეობა, რომელიც განაგრძობს ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობას, დამაკმაყოფილებელია, დილისათვის, ხოლო ერთი პაციენტი, რომელიც რჩება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე არის, თუმცა ამ ეტაპისთვის ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას, მცირედი დადებითი დინამიკით", - თქვა ექიმმა.

ცნობისთვის, 20 იანვარს მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპულ 4 ადამიანს დღეს დაკრძალავენ, მათ შორისაა პოლიციელი, ოთარ ღვინაშვილიც. ერთი დაღუპულის დაკრძალვა კი ხუთშაბათს იგეგმება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა