თეგებით ძიება

არ გამოვრიცხავ, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დასაკითხთა სიიდან 5, ან 7 ადამიანი მოიხსნას - რას ამბობს შალვა ხაჭაპურიძე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მომდევნო სხდომაზე დასაკითხთა სიიდან 5 ან 7 ადამიანი მოიხსნას.

ამასთან, ხაჭაპურიძის თქმით, საქმეზე 16 ექსპერტი დარჩა დასაკითხი.

"11 კაცი დაიკითხა. მათი დაკითხვის შედეგად, დადგინდა, რომ სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი, დაუდგინდა მძიმე დიაგნოზი, კახექსია, დემენცია და სხვადასხვა დიაგნოზი, მათ შორის ხერხემლისა და ძვალ-სახსროვანი სისტემების ოპერაციის აუცილებლობა. 16 ადამიანიდან 5 ან 7 ადამიანი შეიძლება საერთოდ მოვხსნათ დასაკითხ პირთა სიიდან. მიზეზი ორი რამაა: პირველი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვეღარ ითმენს. ამ ტემპით თუ გავყვებით თვეები დასჭირდება და მეორე - ჩვენ შემთხვევაში პრიორიტეტია სააკაშვილის სიცოცხლე", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა