"გულით მინდა, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ ბერძენიშვილის მაძაგებლებმა და მაგინებლებმა " - რას წერს დათო გორგოლაძე?
მწერალი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში "პოსტივის“ ჟურნალისტის მიერ ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ეხმაურება.
"იმას აღარ მოვყვები, რა როლი აქვს ამ კაცს თაობების წიგნთან მიბრუნებასა და წიგნთან დამეგობრებაში.
არც იმაზე დაგაკარგინებთ ძვირფას დროს, რა ბანალური, ერთუცნობიანი ბოტოტებაა მის წინააღმდეგ დაქოქილი კამპანია.
მაგ კითხვებზე პასუხის გაცემა, პირადად ჩემთვის, თასმის შეკვრაზე მარტივია [ვიცი, რომ გამონაკლისის სახით არსებობენ ძალიან ნიჭიერი ადამიამები, ვინც ვერაფრით აუღო ალღო თასმების შეკვრას].
უბრალოდ, სავსე გულით მინდა, რომ ეს წიგნი წაიკითხოთ - ჩემი აზრით ერთერთი (ამ სიტყვას დეფისის გარეშე ვწერ, შეცდომად ნუ ჩამითვლით) საუკეთესო დოკუმენტური პროზა, რაც კი ქართულ ენაზე დაწერილა.
განსაკუთრებით კი ის მინდა, რომ მისმა გულშემატკივრება და მხარდამჭერებმა კი არა, მაძაგებლებმა, მდევრებმა და მაგინებლებმა წაიკითხოთ.
რა გვყოფს ვიცით. აქ ჩვენი აზრები ვერ გადაიკვეთება და ეს ნორმალური პროცესია (სანამ ერთმანეთს გინებას არ დავუწყებთ, ან ხელით არ შევეხებით).
იქნებ მივეძალოთ იმას, რამაც შეიძლება გაგვაერთიანოს - კარგ ლიტერატურას.
Levan Berdzenishvili ტანკივით!!!", - წერს დათო გორგილაძე.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუცაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა.