თეგებით ძიება

საქართველო ჩართულია გლობალურ ომში და სამწუხაროდ, რუსეთის მხარეს - გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ჩართულია გლობალურ ომში და სამწუხაროდ, არა დასავლეთის მხარეს, არამედ რუსეთის მხარეს.

"საქართველო ჩართულია გლობალურ ომში და სამწუხაროდ, არა დასავლეთის მხარეს, არამედ რუსეთის მხარეს. მხედველობაში მაქვს ის, რომ ამ დიდი ეკონომიკური ომის ფონზე შენ თუ ეხმარები მტერს პრობლემების გადაწყვეტაში ფაქტია, იმის მხარეს თამაშობ, რაც ძალიან დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის.

ირაკლი კობახიძემ ეს ყველაფერი უარყო და არგუმენტად მოიყვანა ის, რომ რაიმე რომ ხდებოდეს ამდაგვარი, მაშინ ექსპორტი საქართველოდან რადიკალურად უნდა გაზრდილიყო. ბრიყვებისთვის და მათი მრევლისთვის შეიძლება, ეს დამაკმაყოფილებელი პასუხია, მაგრამ ვინც მეტ-ნაკლებად კომპეტენტურია მას მშვენივრად ესმის, რომ საექსპორტო სტატისტიკაში ამ ტიპის მანიპულაციები, ამ ტიპის სქემები ვერ მოხდებოდა.

ამ საკითხთან მიმართებით, კითხვები ძალიან ბევრია. 2022 წელს მკვეთრად გაიზარდა იმპორტი საქართველოში. რამ გამოიწვია ეს აბსოლუტურად გაუგებარია. არავის არ გამოუძიებია, როდესაც სანქცირებული კომპანიის გემი შემოვიდა ბათუმში. მაღალი ალბათობით, ვიღაცა საქართველოს ხელისუფლებიდან მფარველობდა ამ ოპერაციას“, - აცხადებს ექსპერტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა