თეგებით ძიება

საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილები უკნასკნელ გზაზე გააცილეს

საგარეჯოში 20 იანვრის ღამეს მოკლული ახალგაზრდები დაკრძალეს. ხუთი გარდაცვლილიდან, პოლიციის თანამშრომელი, ოთარ ღვინაშვილი, მშობლიურ სოფელ პატარა ჩაილურში დაკრძალეს. ზაქრო მათიაშვილი და დავით ნასრაძე, საგარეჯოში, ხოლო ნოდო რჩეულიშვილი თბილისში. მეხუთე გარდაცვლილს, ზაზა ჩიხლაძეს, სოფელ ჩაილურში, ხუთშაბათს გადაასვენებენ.

მათ დაკრძალვას ესწრებოდა პარლამენტის წევრი, საგარეჯო- გურჯაანი- სიღნაღი- დედოფლისწყაროს გაერთიანებული ოლქის, მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სონღულაშვილი, თუმცა მომხდარზე, მას კომენტარი აღარ გაუკეთებია.

დაკრძალვის პარალელურად, საგარეჯოს ცენტრში, მოსახლეობაც შეიკრიბა, რომლებიც გარდაცვლილების ოჯახის წევრებს თანადგომა გამოუცხადეს და პროცესიას შეუერთდნენ.

გარდაცვლილების ოჯახების ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება მიიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამაც.


შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა