იმერეთში, ხანძრის შედეგად დედა სამი შვილით უსახლკაროდ დარჩა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის დაბა კულაშში, ნინოშვილის ქუჩის 15 ნომერში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა, სადაც მარტოხელა, ხუთი შვილის დედა სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
"უსახლკაროდ დარჩა სოციალურად დაუცველი მარტოხელა, ხუთი შვილის დედა, რომელთანაც ამჟამად სამი არასრულწლოვანი, 15, 11 და 9 წლის შვილები ცხოვრობდნენ. ეს სახლი მზეო ჩაჩუას ბანკის სესხით ჰქონდა შეძენილი და ვალი ჯერაც არ აქვს გადახდილი. დაეწვათ, რაც კი გააჩნდათ. დარჩენილები არიან იმ ტანსაცმლის ამარა, რაც ეცვათ. ისინი დროებით, მეზობელმა შეიკედლა“, - თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა.
შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.