თეგებით ძიება

ჭორაობა დაიწყო და ებღაუჭება სკამს იმ პარტიაში, რომელიც არის სააკაშვილის - ლევან ხაბეიშვილი მელიაზე

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მისი ოპონენტის ნიკა მელიას შესახებ საუბრობს.

"მან და მისმა გუნდმა დაიწყო ბრალდებები, ტალახის სროლა, ლამის ბანერები გამიკრეს „ქოცებივით“. ჩემს უკან დგანან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და ადამიანები, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ბედის შეცვლა და რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა. უთხრას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, კობა ნაყოფია რატომ ხვდება დავით კეზერაშვილს თუ მის გადადგომას ითხოვდა, აუხსნას ეს საზოგადოებას. არ შეიძლება რამე წამოაკივლო და მერე პასუხი არ გასცე. მე არ შევხვედრივარ არავის და არ მქონია ასეთი განცხადებები, რაც ნიკამ თქვა, ამიტომ აუხსნას.

ასევე ახსნას, რატომ იყო ის წინააღმდეგი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის 2020 წელს, ესეც უთხრას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს, რომ ებღაუჭება სკამს, რომელი პარტიაც არის მიხეილ სააკაშვილის. როცა მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ებღაუჭები, ჩაჭიდებული ხარ სკამს, ხალხი იმსახურებს უთხრა, თუ რატომ იყავი მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის წინააღმდეგი.

ჭორაობა დაიწყო ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, რომელმაც კამპანია გახსნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახდის ფარდას. მელია ღიად საუბრობდა, რომ თუ სააკაშვილი იქნებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ის 5 ნომრით არ დადგებოდა გლდანში და მეტიც, წავიდოდა პარტიიდან.

მელიამ თავად თქვა, რომ ის თანამშრომლობდა დავით კეზერაშვილთან. არავის არაფერი არ უთქვამს, ვიდრე თავად არ დაიწყეს საუბარი. ჭორაობა შეუყვარდა ამ ბოლო დროს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა