თეგებით ძიება

მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველის, ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო - რას ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს ზაზა ალექსიძის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის, ფილოლოგის, არმენოლოგისა და აღმოსავლეთმცოდნის ზაზა ალექსიძის გარდაცვალების გამო. ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია. თანავუგრძნობ ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა