თეგებით ძიება

9 სათამაშო, მათ შორის "ტყლარწი" რეალიზებიდან ამოიღეს - სათამაშოები დადასტურებულ საფრთხეს შეიცავს (ჩამონათვალი)

საზედამხედველო პროცედურების ფარგლებში, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ განხორციელდა ბაზარზე განთავსებული სათამაშოების მორიგი ლაბორატორიული შემოწმება, საიდანაც 9 სათამაშოს შემთხვევაში დადგინდა, რომ პროდუქტი შეიცავს დადასტურებულ საფრთხეს.

კერძოდ, უწყების ცნობით, 5 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა სტანდარტებთან შეუსაბამობა ქიმიური შემადგენლობის თვალსაზრისით, შესაბამისად, სააგენტოს მიერ გამოიცა პროდუქტის გამოთხოვის დადგენილებები. აღნიშნული დადგენილებით, შესაბამის კომპანიებს დაევალათ საფრთხის შემცველი პროდუქტის რეალიზაციიდან ამოღება, მოხმარებლებზე რეალიზებული პროდუქტების უკან დაბრუნება და ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება მაღაზიაში გამოკრული საინფორმაციო ბანერების, კომპანიის სოციალური ქსელისა და ვებგვერდის მეშვეობით. ხოლო, 4 სათამაშოს შემთხვევაში დადასტურდა მცირე ნაწილების გამოყოფის რისკები - მცირე ნაწილების გადაყლაპვამ შესაძლოა გამოიწვიოს რესპირატორული გართულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე შესაბამის კომპანიებს დაევალათ პროდუქტის ბაზრიდან ამოღება.

მთივე განმარტებით, თითოეული სათამაშოს შემთხვევაში შეუსაბამობები იყო შემდეგი სახის:

1. სათამაშო იარაღის (მწარმოებელი: Shengbo Toys Factory, სერია/მარკა უცნობი) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ იარაღის ტყვიებს სძვრება მცირე ნაწილები, რომლებიც შეიძლება მოხვდეს ბავშვის ხორხში და გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს . გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით.

2. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი - უცნობი, მარკა Galaxy Slime) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 9117 მგ/კგ, რაც 30.4-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

3. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი - უცნობი, სერია/მარკა - N6971839014930, Xinbei) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 2000 მგ/კგ, რაც 6.7-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

4. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი - უცნობი, სერია/მარკა -8807313128078,) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 9479 მგ/კგ, რაც 31.6-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

5. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი - უცნობი, სერია/მარკა - No 285) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 3080 მგ/კგ, რაც 10.3-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

6. სათამაშო ტყლარწის (მწარმოებელი - უცნობი, სერია/მარკა - N002 Cotton Candy Slime) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოში ბორის მიგრაცია არის 1966 მგ/კგ, რაც 6.55-ჯერ აღემატება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" II დანართის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტითა სსტ იენ 71-3 სტანდარტით განსაზღვრულ დასაშვებ მიგრაციის ზღვარს - 300 მგ/კგ-ზე ნაკლები ან ტოლი. ბორი წარმოადგენს კარცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკურ CMR ნივთიერებას. მსგავსი შეუსაბამობების მქონე სათამაშოსთან ხშირი და გრძელვადიანი ექსპოზიციის შემთხვევაშიც იზრდება კარცენოგენური ეტიოლოგიით გამოწვეული პათოლოგიების განვითარების რისკები. გამოიცა დადგენილება პროდუქტის გამოთხოვასთან დაკავშირებით.

7. სათამაშო ქსილოფონის (სერია/მარკა: HP622, მწარმოებელი - HAO PENG DA TOYS FACTORY) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და მას არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტებს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს . გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით

8. სააბაზანო სათამაშოს (სერია/მარკა: 111-1 მწარმოებელი - XIONG LI TOYS FACTORY) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება პატარა ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ვინაიდან სააბაზანო სათამაშო განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტებს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს . გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით.

9. სათამაშო ქსილოფონის (სერია/მარკა:NO 969-2, მწარმოებელი - PENG SHENG) ლაბორატორიული შემოწმებისას დადგინდა, რომ სათამაშოს სძვრება მცირე ნაწილი, რომელმაც გადაყლაპვის შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული გართულებები. ვინაიდან ქსილოფონი განკუთვნილია სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა დამახასიათებელი ქცევაა სათამაშოების პირში ჩადება, სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშო არ უნდა შეიცავდეს და არ უნდა სძვრებოდეს მცირე ზომის ნაწილები, აქედან გამომდინარე, აღნიშნული სათამაშო ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N 47 დადგენილებით დამტკიცებული „სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის" მე-2 დანართის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „დ" ქვეპუნქტებს და სსტ იენ 71-1 სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს . გამოიცა დადგენილება პროდუქტის ამოღებასთან დაკავშირებით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა