თეგებით ძიება

"უკრაინელს თითქმის ყველაფერი უფასო აქვს ჩემს ქვეყანაში, გამოექცნენ ომს, ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ და მაინც ჩვენთან აქვთ პრეტენზიები" - ირაკლი ლატარია კასიანოვის განცხადებაზე

ექსპერტი, ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება.

"უკრაინის ელჩის განცხადებით, თუ რუსეთთან აღსდგა ფრენები, ის დაიწყებს უკრაინელების ევაკუაციას..
როგორ გინდა ახლა თავი შეიკავო? ასეთი უმადურობა გაგიგია? ვინ არიან ეს ნაგლები? მოსკოვიდან დაფრინავენ თვითმფრინავები, პარიზში, ბერლინში, ვარშავაში, ვაშინგტონში, ვენაში, ბაქოში, სტამბულში და რა ვიცი, მსოფლიოს ყველა წერტილში და სხვა ქვეყნებიდან არ გაყავთ თავიანთი მოქალაქეები? ტვინში სისხლი ჩამექცა, ასეთი რამ არასოდეს გამიგია.. ეგ კი არა ისე იქცევიან უკრაინის დღევანდელი ხელისუფალნი, დიდი სიამოვნებით გამოგვიცხადებდნენ ომსაც..
უკრაინელს თითქმის ყველაფერი უფასო აქვს ჩემს ქვეყანაში.... გამოექცნენ ომს, საკუთარ მიწას არ იცავენ, ჩვენ ხელის გულზე ვატარებთ და მაინც ჩვენთან აქვთ პრეტენზიები.... ეს ის ხელისუფლებაა, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით გენერატორებს და თვითონ ამაში მილიონებს აკეთებენ..

მართლა ძალიან გავმწარდი.... დავიჯერო ყველა ქვეყნიდან გაყავთ უკრაინალი სადაც მოსკოვიდან თვითმფრინავები მიფრინავენ? თუ მხოლოდ ჩვენთან აქვთ დიდი გული? ბოლო ბოლო რა უნდათ? რას გვერჩიან? მანდამაინც თბილისი ხარკოვივით მიწასთან უნდა იყოს გასწორებული, რომ მათ ჩვენ მოვეწონოთ? მიპასუხეთ ვინმემ, რას ითხოვენ? ....

1 წელია ომი აქვთ და ერთი თვის წინ შეწყვიტეს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა და ჩვენთან აქვთ პრეტენზია.
.წარმოგიდგენიათ? 11 თვე რუსეთთან ქონდათ ჩვეულებრივი ეკომონოკური თანამშრომლობა და მხოლოდ საქართველოსთან აქვთ დიდი გული...
ამოვიდა ყელში .... შემოაწუწეს მიშა ჩემს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად, არ გამოუვიდათ და ახლა რეებს აკეთებენ ხედავთ?
ამდენი თავის დახრაც არ შეიძლება... დავიღალეთ...ჩვენც გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა...

პს: 2008 ში, ომიდან 2 თვეში, უკრაინამ დადო რუსეთთან ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით და კონტრაქტით, ეგ იყო უკრაინის ისტორიაში ყველაზე მაშტაბური კონტრაქტი _ რაც კი ოდესმე ჰქონიათ..

ხოდა რა მინდოდა მეთქვა? ველოდები მსოფლიოს ყველა ქვეუნიდან უკრაინელის გაყვანას, რადგანაც ყველგად დაფრინავს რუსული თვითმფრინავი..", - წერს ექსპერტი.

შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით საქართველოდან, შესაძლოა უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდეს, "თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენისა და რუსების მასიურად შემოდინების შემთხვევაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა