გავარკვევთ, როგორ დაინფიცირდა... - რას აცხადებენ „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირებაზე?
მიხეილ სააკაშვილის კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით, კომენტარი კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის ტესტი მიხეილ სააკაშვილს პერიოდულად უტარდებოდა ხოლმე, მაგრამ ორი დღის წინ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებოდა და ამიტომ გადაწყდა მისთვის ტესტის გაკეთება.
„თანამშრომლებიდან კორონავირუსი არავის აქვს დადასტურებული. ვისგან შეიძლება დაინფიცირებულიყო მიხეილ სააკაშვილი, ვერ გეტყვით. ეპიდემიოლოგიური სამსახური საქმის კურსშია და გავარკვევთ, როგორ დაინფიცირდა“. – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, აქვს მაღალი ტერმპერატურა და აღენიშნება კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ხველა და ზოგადი სისუსტე“. – აცხადებს ჩხაიძე.
წყარო: „ფორტუნა“