TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
„ლევან ბერძენიშვილის ერთი ლექცია მირჩევნია მთელ საქოცეთს და სატროლეთს“ - ნინო ჯანგირაშვილი
  • „ლევან ბერძენიშვილის ერთი ლექცია მირჩევნია მთელ საქოცეთს და სატროლეთს“ - ნინო ჯანგირაშვილი

    ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი პროფესორ ლევან ბერძენიშვილის მისამართით ბოლო დროს არსებულ კრიტიკულ დამოკიდებულებას და ჟურნალისტ, ნათია ბერიძის მიერ მეცნიერისთვის მიყენებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხმაურება.

    „როგორ მიყვარხართ ის ხალხი, ვინც ქოცების ტროლქალას თავდასხმის გამო საჭიროდ თვლით ლევან ბერძენიშვილს მხარდაჭერა გამოუთქვათ. მართლა საყვარლად გულუბრყვილოები ხართ, წესიერი ხალხი.ხოდა, მე, როგორც ცივსისხლიანი მაიმუნი გამოცდილებას გაგიზიარებთ: იგნორირება ქოცების ტალახის კონტეინერისთვის არის ყველაზე სწორი და ეფექტური პასუხი. როგორც დიხლაფოსი ტარაკნებზე ისე მოქმედებს იგნორირება მაგათზე. ჩემსკენ პრაქტიკულად ამოწყდნენ ტროლები. როცა უკიდურესად გკიდია და ვერ აღწევენ ვერც შენს ემოციურ და ვერც საინფორმაციო ველში, უბრალოდ იღლებიან და ქრებიან. თქვენი რეაქციებით მხოლოდ აძლიერებთ ამ სიბინძურის მანქანას. თქვენ გგონიათ ამ ტროლქალას რომ დაანამუსებთ და შეარცხვენთ შერცხვება? ნწუ! პირიქით, ჩათვლის რომ სწორად მოიქცა, შედეგი დადო, პატრონებიც შეაქებენ, რომ “ლიბერასტები ააწრიალა“, პრემიასაც მიიღებს და უფრო მეტი შემართებითაც განაგრძობს. ლევან ბერძენიშვილის ერთი ლექცია თომას მანზე მირჩევნია მთელ საქოცეთს და სატროლეთს. ეგღა მაკლია ლევან ბერძენიშვილი დავიცვა მაგ ძუნკალებისგან. არ სჭირდება“, - წერს ნინო ჯანგირაშვილი.


    როგორ მიყვარხართ ის ხალხი, ვინც ქოცების ტროლქალას თავდასხმის გამო საჭიროდ თვლით ლევან ბერძენიშვილს მხარდაჭერა...

    Опубликовано Nino Jangirashvili Вторник, 24 января 2023 г.
    მასალის გამოყენების პირობები
    3 304 ნახვა