TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
აქვს მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი... - როგორია კოვიდინფიცირებული სააკაშვილის მდგომარეობა?
  • აქვს მაღალი ტემპერატურა, სახსრების ტკივილი... - როგორია კოვიდინფიცირებული სააკაშვილის მდგომარეობა?

    „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ მიხეილ სააკაშვილს აქვს მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი. მისივე თქმით, სააკაშვილს არ აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა.

    როგორც ჩხაიძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პროგნოზული თვალსაზრისით, გარკვეულ რისკებს შეიცავს.

    მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა ეპიდემიოლოგიური სამსახურის საქმის კურსშია და მიმდინარეობს მოკვლევა.
    მასალის გამოყენების პირობები
    203 ნახვა

    საზოგადოება