TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება - ნიკა მელია
  • ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება - ნიკა მელია

    ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება. ამის შესახებ მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


    "პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას და ჩვენ ერთად ვართ თქვენს წინაშე წარმდგარი არის ბათუმის ერთ-ერთი ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას. გიორგი კირთაძემ ბათუმში, ათასობით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პრინციპულობას, პატრიოტიზმის, პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ყველაზე ვერაგი, ბოროტი და მახინჯი სახელისუფლებო სისტემაც კი, მოსყიდვა და დაშინებაც.

    ჩემი ღრმა რწმენით გიორგი კირთაძე დღეს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხი, ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, რაც იხსნის ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრებისგან და ეს ფენომენი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში", - თქვა მელიამ.
    მასალის გამოყენების პირობები
    99 ნახვა

    პოლიტიკა