თეგებით ძიება
24. 01. 2023 News-ები

რას ამბობს მაგდა პაპიძე მის გათხოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე?

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მისი ქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას მიმართავს. უახლოეს დღეებში მიმართავს მაგდა პაპიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც. ამის შესახებ ინფომაციას "რადიო თავისუფლება", პაპიძის ადვოკატზე, ეკა ქობესაშვილზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატი მაგდა პაპიძეს 24 იანვარს, რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში შეხვდა. ეკა ქობესაშვილი "რადიო თავისუფლებას" ეუბნება, რომ პატიმარმა იცოდა როგორ გაავრცელა 23-24 იანვარს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცნობა, თითქოს ის საპატიმროში "მის კლასელზე" დაქორწინდა.

"იყო ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უარყო და მითხრა, რომ ეს არის სრული აბსურდი. რაც დააკავეს, მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ დედასთან, დასთან და დისშვილთან და არავისთან სხვასთან. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, თითქოს მას ოჯახის წევრებიც კი აღარ ნახულობენ. ისინი ყოველთვის სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული პაემნებით. მაგდა პაპიძე თვლის, რომ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მისი ქორწინების შესახებ ემსახურება მის ფსიქოლოგიურ ტერორს და განადგურებას. დღეს უკვე გაგზავნა წერილი პროკურატურაში, სადაც წერს, რომ მიზანმიმართულად ხდება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ემსახურება მის ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ითხოვს გამოძიების დაწყებას. ასევე მიმართა სასამართლოს და აპირებს იდავოს იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა", - ამბობს ადვოკატი.

ინფორმაცია უვადოდ პატიმრობამისჯილი ქალის, მაგდა პაპიძის ციხეში ქორწინების შესახებ 23 იანვარს, ონლაინ-მედია პლატფორმამ, "ჯორჯიან თაიმსმა" გაავრცელა. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი მაგდა პაპიძის "ოჯახის ახლობლის" ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პატიმარი ქალი რამდენიმე ხნის წინ კლასელზე დაქორწინდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა არ დაადასტურა.

წყარო: "რუსთავი 2"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა