თბილისის ნაწილს წყალი 8 საათით შეუწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს:
,,25 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, იგოეთის ქუჩა N1-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 25 იანვარს 11:00 საათიდან 25 იანვრის 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ქვემო ალექსეევკას, ქვემო ალექსევკას I,II,III,IV ქუჩებს, იგოთის, ვ.ბარდაველიძის, გ.მინდიკაურის, ხვედელიანის, რ.ბებიას, მ.გრიგორაშვილის ქუჩებს. ქებურიას დასახლებას.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge", - აღნიშნულია განცხადებაში.