"სუხიშვილების" მოცეკვავე გარდაიცვალა - ნაციონალური ბალეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წმუხარებას გამოთქვამს გამორჩეული მოცეკვავის, ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, “სუხიშვილების” გამორჩეული მოცეკვავის, უმშვენიერესი ნინო კირვალიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს სახალხო არტისტი, ნინო კირვალიძე ანსამბლის სოლისტი მოცეკვავე 1958-1985 წლებში გახლდათ.
მის მიერ შესრულებული ცეკვები (“სამაია”, დავლური”..) კიდევ მრავალი წელი გვემახსოვრება და დარჩება ქართული ცეკვის ისტორიას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.