თეგებით ძიება

სად დაკრძალეს ნოდარ ათუაშვილი? - ახალი დეტალები

ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილი, რომელმაც 20 იანვარს საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა, საიდუმლოდ დაკრძალეს. "მთავარი არხის" ცნობით, ათუაშვილი დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთ სასაფლაოზე საიდუმლოდ დაკრძალეს.

ნოდარ ათუაშვილმა, სავარაუდოდ, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ თავი მოიკლა, ბინაში შესულ სპეცრაზმელებს ის უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ათუაშვილის მიერ მოკლული 4 ადამიანი გუშინ დაკრძალეს, მათ შორის იყო მოკლული პოლიციელიც.

რაც შეეხება დაჭრილებს, შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა. 5 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ სტაბილურად მძიმეა 24 წლის გიორგი კიკნაძის მდგომარეობა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა