თეგებით ძიება

როგორ უნდა გაზარდოთ თქვენი თვითშეფასება გამოწვევებზე ფოკუსირებით?

თქვენი თვითშეფასების გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. შეაჩერე ნეგატიური აზრები საკუთარი თავის შესახებ. ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ
თავზე რაიმე უარყოფითად ფიქრობთ, ჩანაწერი გააკეთეთ. დღის ბოლოს გამოიყენეთ ეს „სამუშაო ფურცელი“ აზრების ჩასაწერად სვეტში „უარყოფითი აზროვნება“. შემდეგ დაუპირისპირდით ამ აზრებს. მთელი კვირის განმავლობაში თითოეული მათგანისთვის ჩამოწერეთ დადებითი არგუმენტები.

მოექეცით საკუთარ თავს, როგორც მეგობარს. გათავისუფლდით იმ შეზღუდვებისგან, რომლებიც შესაძლოა თქვენვე შექმენით.

დაფიქრდით გარკვეული შიშის ან დანაშაულის გრძნობის შესახებ, რომლებიც რეგულარულად ტრიალებს თქვენს გონებაში. დააკვირდით რამდენიმე დღე, რომელი მათგანი ჩნდება გონებაში ყველაზე ხშირად. შეცვალეთ ფიქრები შემდეგნაირად:

„მე მაქვს უფლება, ვფოკუსირდე ჩემს კარიერაზე; მე მაქვს უფლება, გამოვხატო ჩემი გრძნობები; შეცდომების დაშვების უფლებაც მაქვს“. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შიშნარევ განცდებს დაუპირისპირდებით. თქვენი მტკიცე რწმენა, ღირებულებები და თვისებები ქმნის ღრმა „ფესვებს და ღეროს“. თქვენი ძლიერი მხარეები და უნარები არის „ტოტები“, რომლებიც ინარჩუნებენ მიზნებს, მისწრაფებებსა და ოცნებებს და ისინი ქმნიან „ფოთლებს“. ეს „ხე“ წარმოადგენს, თუ როგორი დაიბადეთ, როგორი ხართ ახლა და როგორი გსურთ, რომ იყოთ. იყავი მზად ცვლილებებისთვის.

https://everydaypower.com/increase-your-self-esteem/


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა