თეგებით ძიება

როდის ესაუბრა ბოლოს პუტინი ზელენსკის - რას ამბობენ კრემლში?

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო საუბრის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინი ზელენსკის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაკავშირებია.

"რამდენიმე წლის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაურს უკრაინის პრეზიდენტთან არც პირადი და არც სატელეფონო კონტაქტები არ ჰქონია“, - განაცხადა პესკოვმა.

ორი ლიდერი ერთმანეთს ბოლოს 2019 წელს პარიზში, "ნორმანდიის ოთხეულის“ სამიტზე შეხვდა. ამ სამიტის შემდეგ, როგორც კრემლის ვებგვერდზეა მითითებული, პუტინმა რამდენჯერმე დაურეკა უკრაინის ლიდერს - 2020 წლის თებერვალსა და ივლისში. მას შემდეგ პრეზიდენტების რაიმე კონტაქტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა