თეგებით ძიება

ჩემთან რა პრეტენზია აქვთ, მე ვთქვი ის, რაც თქვა ტატო ბარათაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე - ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი "პოსტივის“ ჟურნალისტის მიერ მისთვის მიყენებულ შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება.

მან, მის მიმართ გააქტიურებული აგრესიული კამპანია ბიძინა ივანიშვილის საამებელ მოქმედებად შეაფასა.

"ჩემთან რა პრეტენზია აქვთ, მე ვთქვი ის რაც თქვა ტატო ბარათაშვილმა და ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე. ივანე ჯავახიშვილმა განმარტა რაც იყო ტრაქტატი და რაც ქნა იმ ადამიანმა... აქ ერეკლე მეფე არაფერ შუაშია, ყველაფერი ხდება ბიძინა ივანიშვილის საამებლად. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან ავად ისინი არ არიან მორალურად კარგად, ამას ნიშნავს მათი საქციელი“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.


ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუცაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა