რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება - რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება.
მისი თქმით, თავისუფალ სამყაროში თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილონ რუსეთის ახალი დანაშაულებრივი ქმედებები.
"რუსეთი ემზადება აგრესიის ახალი ტალღისთვის, იმ ძალებით, რომელთა მობილიზებაც შეუძლია. ახლა დამპყრობლები ზეწოლას აძლიერებენ ბახმუტზე, უგლედარსა და სხვა მიმართულებებზე, მაგრამ მათ სურთ გაზარდონ ზეწოლა უფრო დიდ მასშტაბზე", - თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.