თეგებით ძიება

ძალიან დავარდნილი აქვს ჰემოგლობინი, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი დედა, გიული ალასანია საუბრობს და აცხადებს, რომ მის შვილს დაბალი ჰემოგლობინი აქვს, რის გამოც ხშირად მისდის გული.

"წარმოდგენა არ მაქვს. მე არ მაქვს კოვიდი, არც მქონია კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა კოვიდი. ძალიან დავარდნილი აქვს გემოგლობინი და რკინა, რის გამოც გული მისდის ყოველ წუთში, დგება ადამიანი და მისდის გული. აი, გუშინაც იყო ასეთი ეპიზოდი. როგორ აღმოვჩნდი ბადრაგების ხელში, არც ვიციო, გათიშული იყო ადამიანი, ისე დაეცა. ჩემი თხოვნა არის, რომ გადამირჩინონ, მეტი რა თხოვნა უნდა მქონდეს“, - ამბობს ალასანია.

შეგახსენებტ, მიხეილ სააკაშვილს 24 იანვარს კორონავირუსი დაუდასტურდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა