თეგებით ძიება

ჯერ გადახტეს და "ჰოპ“ მერე დაიძახოს - ლევან ხაბეიშვილი მელიაზე

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი მისი ოპონენტის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება.

"ჯერ გადახტეს და „ჰოპ“ მერე დაიძახოს. რომ გავიმარჯვებო, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყველას გავყრიო იძახის. ეს ცოტა უცნაურია, ჯერ აირჩიონ და მერე გაათავისუფლოს, ცოტა ადრე დაიწყო რეპრესიები. მე მგონია, რომ თამაშს ემსგავსება ეს ყველაფერი, დამარცხებული კანდიდატი გენერალურ მდივანს როგორ დანიშნავს, არ ვიცი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება.

პარტია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდა არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა