თეგებით ძიება

კრემლმა რუსეთში უკრაინიდან დეპორტირებული მამაკაცების მობილიზება დაიწყო - ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია

რუსეთმა დაიწყო უკრაინელი კაცების მობილიზება, რომლებიც დეპორტირებულები იყვნენ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დადეპორტებული მამაკაცები მობილიზებულნი არიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საცხოვრებელ ადგილზე პასპორტების გაცემის შესახებ“, - აღნიშნავს ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაცია.

რუსები ასევე აგრძელებენ უკრაინის დაპატიმრებული მოქალაქეების რეკრუტირებას, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს რუსეთის დაკავების ადგილებში.

კერძოდ, კრასნოდარში ასეთი პატიმრები აქტიურად ირიცხებიან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა