თეგებით ძიება

"ლევან ბერძენიშვილი არის პროვოკატორი ანტიქართველი, რომელიც თავს ვერ ანებებს ლაქლაქს და ყველა ფასეულობის გადაფასების სურვილს" - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში "პოსტივის“ ჟურნალისტის მიერ ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ეხმაურება.

"საბოლო ჯამში მივედი იმ დასკვნამდე, რომ პროფ. ლევან ბერძენიშვილი არის განათლებული იდიოტი, რომლის ეპატაჟური, ამბიციური ფსევდო- ისტორიული წიაღსვლები ხშირად უვიცობის და ფალსიფიკაციის ნაზავია. შეიძლება კარგი მთარგმნელია, ნიჭიერი მთხრობელია, მშვენიერი ლიტერატორია, წიგნებიც ბევრი წაუკითხავს, მაგრამ არის პროვოკატორი ანტიქართველი, რაც მთავარია ისტორიკოსი არაა და ეს მისი სფერო არაა. მისი დეგნერატული თავდასხმები სახელოვან გარდაცვლილ ქართველ მამულიშვილებზე ისევ და ისევ ქოც-ხელისუფლების და ალტყლინფოს მსგავსი ბნელი ძალების წისქვილზე ასხამს წყალს. წერტილი.

P.S. ზოგმა ვერ გაიგო და მეფე ერეკლეს გამო აქვს აქცენტი, მაგრამ ბერძენეშვილმა არანაკლებები უარესებიც აკადრა ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთელს და მათი დროს ყველა ქართველ ქალს, მეფე დემეტრე პირველს, მეფე თამარს, მაია წყნეთელს და ა.შ. (შესაბამისი ლინკი იხილეთ კომენტარში). ყველაზე მეტად ვერ გავიგე რას ერჩის მაია წყნეთელს?! ალბათ ერეკლე მეფის ერთგულებას ვერ ჰპატიობს. მისთვის ეროვნული ისტორიული პირები ლიტერატურული პერსონაჟებია და მეტი არაფერი. აი, ესაა როდესაც ლიტერატორი, მაგრამ ისტორიის არმცოდნე, არასპეციალისტი, თავს ვერ ანებებს ლაქლაქს და ყველა ფასეულობის გადაფასების სურვილს", - წერს დეკანოზი.


ცნობისთვის, ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ლევან ბერძენიშვილი ქუცაში გააჩერა და მას არაკაცი უწოდა.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა