მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - რას ამბობს მოსამართლე?
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის მოვლენებს ეხება, დღესაც გადაიდო.
შემდეგი სასამართლო სხდომა 15 თებერვალს, 15:00 საათზე ჩაინიშნა.
მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე პენიტენციური სამსახურის ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სხდომაზე დასწრებასა და დისტანციურად ჩართვაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.