თეგებით ძიება

ისტორიაში პირველად მსაჯმა თეთრი ბარათი გამოიყენა - რა არის თეთრი ბარათის დანიშნულება?

ისტორიაში პირველად - მსაჯმა მატჩის მსვლელობისას თეთრი ბარათი პირველად გამოიყენა. ფაქტი დაფიქსირდა პორტუგალიის ქალთა ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს "ბენფიკა" და "სპორტინგი" დაუპირისპირდნენ.

თეთრი ბარათი ექიმმა მიიღო, რომელმაც სათადარიგოთა სკამზე მყოფ ერთ-ერთ პიროვნებას გაუწია დახმარება.

ცნობისთვის, თეთრი ბარათი, განსხვავებით წითლისა და ყვითლისგან, წამახალისებელი ხასიათისაა. მას იმ ადამიანს უჩვენებენ, ვისზეც მსაჯი თვლის, რომ შექებას იმსახურებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა