თეგებით ძიება
25. 01. 2023 მსოფლიო

უკრაინაში ნატო-ს მეტ იარაღს ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი?

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ნატო-ს მხრიდან მიღებული დახმარება, უკრაინას კიდევ უფრო მეტ ტანჯვას მოუტანს.

"სამწუხაროდ, უკრაინაში ნატო-ს მეტ იარაღს ხალხისთვის კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს. მას ასევე მოაქვს მეტი დაძაბულობა კონტინენტზე, მაგრამ რუსეთს თავისი მიზნების მიღწევაში ეს ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა პესკოვმა.


ცნობისთვის, ამერიკელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკული წარმოების „აბრამსის“ ტიპის დაახლოებით 30 ტანკის გაგზავნას გეგმავს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა