ანტარქტიდას თბილისზე ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდა - რას ამბობენ ბრიტანელი კვლევის მონაწილეები?
ანტარქტიდის ყინულის საფარს თბილისზე დიდი ზომის აისბერგი მოსწყდა. ამასთან, ბოლო ორ წელიწადში, ეს მეორე ასეთი შემთხვევაა.
ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის პროგრამაში (BAS) აცხადებენ, რომ ახალი აისბერგის წარმოქმნა ბუნებრივი პროცესია და არ არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან, რომელიც არქტიკასა და ანტარქტიკის ნაწილში ზღვის ყინულის დნობას აჩქარებს.
„აისბერგის მოწყვეტა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ, ეს ბრანტის შელფური მყინვარის ბუნებრივი ქცევაა. კლიმატის ცვლილებასთან კავშირში არაა“, — ამბობს გლაციოლოგი დომინიკ ჰოჯსონი.