თეგებით ძიება

ხაბეიშვილს პარლამენტში, საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს და როგორ უნდა შევარდეს პენიტენციურ დაწესებულებაში? - რას ამბობს რატი იონათაშვილი?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს საკუთარ კაბინეტში შევარდნის უნარიც არ აქვს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა რადიკალია და მათ შორის დიდი სხვაობა არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატები ცდილობენ, მიხეილ სააკაშვილის თემა გამოიყენონ იმისთვის, რომ იქნებ, თავმჯდომარეები გახდნენ. ცხადია, თავმჯდომარეობის მეორე დღესვე სააკაშვილი დაავიწყდებათ, ვინაიდან განცხრომას მიეცემიან. მათი მიზანია, პარტიის თავმჯდომარეობა, რომ იქნებ, რამენაირად საკუთარი კეთილდღეობა გაიუმჯობესონ, მაგრამ ესეც არის იმის მიზეზი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემორჩენილ მხარდამჭერებსაც კარგავს,"- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.

„თუ საჭირო გახდა, პირდაპირ გეუბნებით, მე, ლევან ხაბეიშვილი არ ვაპირებ უკან დავიხიო, მათ შორის ფიზიკურ წინააღმდეგობაში, რადგან რუსული რეჟიმის პირობებში სხვანაირად არ გამოვა“, - განაცხადა მან „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა